ინდონეზიაში, კუნძულ იავას აღმოსავლეთით ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესასხებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გეოფიზიკური სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 6.7 მაგნიტუდას შეადგენდა..
ხელისუფლებას ცუნამის საფრთხე არ გამოუცხადებია.
ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა მიწისძვრას მსხვერპლი ან ზარალი.