თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა სირიის საზღვართან მიწისქვეშა გვირაბი აღმოაჩინეს

თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა სირიის საზღვართან მიწისქვეშა გვირაბი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გვირაბი ქვეყანის არალეგალური გადაკვეთისთვის გამოიყენებოდა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, გვირაბის სიგრძე დაახლოებით 100 მეტრია. ასევე პოლიციამ დააკავა 24-კაციანი ჯგუფი, რომელიც გვირაბით ცდილობდა თურქეთში გადასვლას.