ჰაკერებმა linkedin-ის 500 მილიონი მომხმარებლის გვერდი გატეხეს და პერსონალური მონაცემები ჰაკერულ ფორუმზე გაყიდეს

სოციალური ქსელის linkedin-ის 500 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია 6 აპრილს პოპულარულ ჰაკერულ ფორუმზე გაიყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას "კიბერნიუსი" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით ჰაკერულ ფორუმზე არა მარტოს საჯარო პროფილები, არამედ პერსონალური მონაცემები გაიყიდა.

გავრცელებული ინფორმაცია 9 აპრილს პროფესიულმა სოციალურმა ქსელმა "ლინკდინმაც" დაადასტურა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

გაჟონილი მონაცემები მოიცავს ელქტრონული ფოსტის მისამართებს, ტელეფონის ნომრებს, ინფორმაციას სამუშაო ადგილის შესახებ, სრული სახელები, ანგარიშის პირადობის მოწმობები და ა.შ.

"ლინკდინი" მაიკროსოფტის შვილობილი კომპანიაა და ის ერთგვარი პროფესიული სოციალური ქსელია, სადაც მომხმარებლები საკუთარი სამუშაო გამოცდილების შესახებ წერენ, ეძებენ და პოულობენ სამსახურებს და საუბრობენ სხვადასხვა საინტერესო თემაზე. "ლინკდინს" მილიონობით მომხმარებელი ჰყვავს და მას არამარტო კერძო, არამედ იურიდიული პირებიც იყენებენ სხვადასხვა სერვისისთვის. სოციალური ქსელი მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკუთარ პროფესიულ წრეში თავი გამოიჩინოს, შეავსოს ვაკანსია და მიიღოს სასურველი თანამდებობა.