თურქეთის პრეზიდენტი: ჩვენი მიზანია, შავი ზღვა იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვა

"ჩვენი მთავარი მიზანია, შავი ზღვა იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგასთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანის თქმით, თურქეთის პოზიცია, ყირიმის არ აღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, კვლავ მტკიცედ უცვლელია.

თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა მხარეებს მოუწოდებს, უკრაინაში არსებული კრიზისი მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით მოაგვარონ.

ვლადიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ერდოღანს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაურეკა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთს არ აქვს ფუფუნება ზურგი შეაქციოს არც აღმოსავლეთს და არც დასავლეთს

თურქული მედიის ინფორმაციით, აშშ შავ ზღვაში მონტრეს კონვენციის ფარგლებში 2 სამხედრო გემს გაგზავნის