Anadoly Agency-ს ინფორმაციით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს მიაწოდა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში ორ სამხედრო გემს მონტრეს კონვენციის ფარგლებში აგზავნის.
მათივე ცნობით, ამერიკელი სამხედრო გემები შავ ზღვაში 4 მაისამდე დარჩებიან.
დიპლომატიური წყაროების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ამის შესახებ 15 დღის წინ შეატყობინა.
„ჩვენ შეგვატყობინეს, რომ აშშ ორ სამხედრო გემს აგზავნის შავ ზღვაში. ეს შეტყობინება, წესების დაცვით, გემების შემოსვლამდე 15 დღით ადრე მიიღო“, – წერს თურქული მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ვაშინგტონი შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნას აპირებს.