ედინბურის ჰერცოგის, პრინც ფილიპის დაკრძალვა 17 აპრილს, უინძორების სასახლეში, ოჯახურ გარემოში გაიმართება.
ექიმის რეკომენდაციით, პროცესიაში მონაწილეობას არ მიიღებს საქსესის ჰერცოგინია, მეგან მარკლი, რომელიც მეორე შვილს ელოდება.
ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლების განცხადებით, ცერემონია Covid-19-ის რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება და პანაშვიდზე დამსწრე პირთა წრე შეიზღუდება, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, სამეფო ოჯახის წევრები, ნიღბებს ატარებენ თუ არა.
სამეფო ოჯახის ინფორმაციით, ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი თავად მონაწილეობდა დაკრძალვის დაგეგმვაში და ყველაფერი მისი სურვილის შესაბამისად გაიმართება. 99 წლის ჰერცოგი პარასკევს გარდაიცვალა.