თბილისში, ვარკეთილში სუპერმარკეტი დაიწვა

თბილისში, ვარკეთილში ხანძარი იყო. ცეცხლი ხომლელის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტს გაუჩნდა და მთელს მაღაზიას სწრაფად მოედო.

ადგილზე 7 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძრის შედეგად 60-მდე კვ.მ. ფართი დაიწვა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.