თენგიზ ცერცვაძე:  COVID19-ის მესამე ტალღა არ უნდა დავუშვათ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პანდემიის თვალსაზრისით, საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკული დღეებია.

მისი თქმით, თუ მოქალაქეები ატარებენ პირბადეს, უარს იტყვიან ხალხმრავალ შეკრებებსა და ყველანი ვაქცინაციას ჩაიტარებენ, ამით ქვეყანა მესამე ტალღას გადაურჩება.

„არ უნდა დავუშვათ მესამე ტალღა, იმიტომ რომ მას დიდი უხერხულობები მოჰყვება. მათ შორის კლინიკურ სექტორის გადაძაბვა, ახალი შეზღუდვები, რასაც ქვეყანა და ეკონომიკა მძიმედ გადაიტანს. ფაქტობრივად არჩევანი არ გვაქვს, ან დღესვე ვიწყებთ პირბადეების გამოყენებას, უარს ვამბობთ ხალხმრავალ ადგილებზე და ყველანი მივაშურებთ ვაქცინაციისაკენ და ამით ჩვენ მესამე ტალღას გადავრჩებით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ,,რუთავი 2"-ის ეთერში.