კორონავირუსის პანდემიის გამო, პრინც ფილიპის დაკრძალვას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არ დაესწრება. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პანდემიის შედეგად შემოღებული შეზღუდვების გამო, პრინცი ფილიპის დაკრძალვას მხოლოდ 30 ადამიანი დაესწრება.
„ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დაკრძალვაზე არ მივა, რადგან სურს, რომ პრინც ფილიპს სამეფო ოჯახის რაც შეიძლება მეტი წევრი დაემშვიდობოს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გამოცემა ეყრდნობა.
ცნობისთვის, პრინცი ფილიპი 9 აპრილს 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.