კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში 16 694 ადამიანია აცრილი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
მათივე მონაცემებით, დღიურად აცრილთა რაოდენობა 1457 ადამიანია, თუმცა უწყებას გამოქვეყნებული არ აქვს კონკრეტულად რამდენი პირი აიცრა Pfizer ვაქცინით და რამდენი Astrazeneca-თი.