არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა შეარჩია პირველი არაბი ქალი, რომელიც ასტრონავტობისთვის ემზადება

არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა შეარჩია პირველი არაბი ქალი, რომელიც ასტრონავტობისთვის ემზადება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, პირველი არაბი ქალი ემირატის მოქალაქე 27 წლის ნორა ალ-მატროოშია, რომელიც მანქანათმშენებლობის კურსდამთავრებულია. ის ამჟამად მუშაობს აბუ დაბის ნავთობის სამშენებლო კომპანიაში.

დუბაის კოსმოსური ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნორა ალ-მატროოში იყო 4 300 განმცხადებელს შორის ერთ-ერთი, რომელიც სამეცნიერო შესაძლებლობების, განათლების, პრაქტიკული გამოცდილების მიხედვით შეაფასეს.

ამასთანავე, შეფასების კრიტერიუმს მისი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო მომზადებაც დაემატა.

NASA-ს გუნდს 2021 წელს საემიროებიდან სულ 4 ადამიანი შეუერთდა.

Reuters-ი ცნობით, არაბთა გაერთიანებული საემიროები იყენებს თავის კოსმოსურ პროგრამას, რათა განავითაროს სამეცნიერო და ტექნოლოგიური შესაძლებლობები და შეამციროს ნავთობზე დამოკიდებულება.