გოგა ჩანადირის სვეტი
31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები გადავწყვეტთ, ვის ვანდოთ მომდევნო 4 წლით ქვეყნის მომავალი. ეს არჩევანი არის უზენაესი და მოქალაქის ყველაზე დიდი უფლება.
მე კი, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე, ხმის მისაცემად მივდივარ არჩევნებზე და არჩეული ხელისუფლებიდან ველი შემდეგს:
1. წაახალისოს კოვიდ 19-ით დაზარალებული ბიზნესი
2. გააუმჯობესოს კრიმინოგენური მდგომარეობა
3. დაიწყოს თანმიმდევრული ანტინარკოტიკული პროგრამები
4. ხელი შეუწყოს უცხოური საწარმოების საქართველოში გადმოტანასა და ეკონომიკური კვანძის ჩამოყალიბებას.
5. ხელი შეუწყოს ისეთი საავადმყოფოების შექმნას, რომ უცხოეთში სამკურნალოდ წასვლა და დიდი თანხების ქვეყნიდან გადინება საჭირო აღარ იყოს.
6. წაახალისოს ქართული ნაწარმის ბაზარზე ფართოდ დამკვიდრება
7. ხელი შეუწყოს სახელმწიფო ენის სრულ განვითარება-დამკვიდრებას მთელ საქართველოში.
8. აწარმოოს სრულმასშტაბიანი ეკოლოგიური პოლიტიკა
9. განავითაროს სოფელი და სოფლის მეურნეობა
10. დაბოლოს, განათლება გახადოს მთავარი პრიორიტეტი ჩემი აზრით, ეს სულაც არ არის რთული გასაკეთებელი, თუ პოლიტიკური და სამოქალაქო ნება იქნება. უკვე დროა, ძლიერი სახელმწიფო ჩამოვაყალიბოთ.