Reuters-ის ინფორმაციით, ირანის ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ინციდენტი მოხდა.
გამოცემის ცნობით, ოფიციალური თეირანი ამბობს, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და არც ბირთვული დაბინძურება მომხდარა.
სავარაუდოდ, ხარვეზი ელექტრომამარაგების სისტემაში მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.