ამირან გამყრელიძე: მესამე ტალღა ქვეყანაში დაიწყო

დაავადებათა ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ე.წ მესამე ტალღა უკვე დაიწყო.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები დაიცვან.

,,მესამე ტალღა ქვეყანაში დაიწყო, მაგრამ გვინდა რომ ის მაქსიმალურად მართვადი იყოს და ფართომასშტაბიან ეპიდემიაში არ შევიდეთ… ყველა ეს კლასტერი, რაც აქამდე გვაქვს პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება სწორედ თავშეყრებს სხვადასხვა მიზეზით. იქნება ეს ქორწილები, ქელეხები, დაბადებისდღები და ა.შ. მარტო კონტორილი არ უშველის თუ ჩვენი თვითშეგნება არ იქნება რომ თავი უნდა შევიკაოთ ამ ტიპის თავშეყრებისგან,”- განაცხადა გამყრელიძემ ,,რუსთავი 2"-თან