ლაშა ტალახაძემ ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა

მოსკოვში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ ქართველმა სპორტსმენმა მისივე მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

ლაშა ტალახაძის მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პირველ ცდაზე 208 კგ შეუკვეთა, თუმცა ბოლო მომენტში გადააკეთა და 211 თავისუფლად აიტაცა. ტალახაძის შემდეგ სომხეთის წარმომადგენელი გორ მინასიანი გამოვიდა, რომელმაც 212 კგ ასწია.

ასანიძემ ტალახაძისთვის 217 კგ შეუკვეთა. მანამდე შტანგასთან მინასიანი მივიდა, 216 კგ ასწია. ამის შემდეგ ტალახაძემ 217 კგ დაძლია და ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.