Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის მთავარმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანა ოფიციალურად განიხილავს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შერევას.
როგორც ცნობილია, აღნიშნულის შესახებ ინიციატივა უკავშირდება იმას, რომ ვაქცინების უფრო ეფექტური გამოყენება მოხდეს.
Reuters-ი წერს, რომ არსებული მონაცემებით, ჩინური ვაქცინები ჩამორჩება სხვებს, მათ შორის Pfizer– სა და Moderna– ს, ეფექტურობის თვალსაზრისით, მაგრამ შენახვის დროს საჭიროა ნაკლებად მკაცრი ტემპერატურის კონტროლი.