წყალდიდობის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაკურხევის ექვსი სოფელი გარე სამყაროს მოწყდა

წყალდიდობის გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაკურხევის ექვსი სოფელი გარე სამყაროს მოწყდა. ძლიერმა ნალექმა და მდინარე არაგვის ადიდებამ საავტომობილო გზის დაზიანება გამოიწვია.

ამ დროისთვის, ბაკურხევის ექვს სოფელთან დაკავშირება, მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. უამინდობის და უხვი ნალექის გამო, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები წყლის დონის დაწევის შემდეგ დაიწყება.