არქეოლოგებმა ეგვიპტეში დაკარგული ოქროს ქალაქი იპოვეს

არქეოლოგებმა ეგვიპტეში დაკარგული ქალაქი იპოვეს, რომელიც 3000 წლით თარიღდება.

ცნობილმა მეცნიერმა ზაჰი ჰავასმა განაცხადა, რომ ”დაკარგული ოქროს ქალაქი” აღმოჩნდა ლუქსორის მახლობლად, ძველ ქალაქ თებეს ადგილას.

როგორც BBC News იუწყება, ქალაქი, რომელსაც ისტორიულად „ატონის აღდგომას“ უწოდებდნენ, ამენჰოტეპ III- ის დროს შეიქმნა, დაახლოებით ძვ.წ. 1391 და 1353 წლებში.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ეგვიპტის ხელოვნების სპეციალისტის ბეტსი მ. ბრაიანის განცხადებით, ეს აღმოჩენა არის, მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა ტუტანხამონის საფლავის პოვნის შემდეგ". არქეოლოგებმა დაკარგული ოქროს ქალაქი, მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ერთ-ერთ დაკარგულ ტაძარს ეძებდნენ.

National Geographic– ის ცნობით, უმცროსმა ამენჰოტეპმა მამის გარდაცვალების შემდეგ მკვეთრად შეცვალა ეგვიპტის განვითარების მიმართულება. მან მიატოვა ეგვიპტის ყველა ღმერთი, მზის ღმერთის, ატონის გარდა. სახელი შეიცვალა და ამენჰოტეპ IV– ს ნაცვლად ეხნატონი დაირქვა.რაც ნიშნავს „ატონის ერთგულს“;

ეხნატონმა და მისმა მეუღლემ, ნეფერტიტიმ, სამეფო ტახტი თებედან ახალ ქალაქში გადაიტანეს.

როგორც მეცნიერებმა მია ალბერტიმ და ჯეკ გაიმ CNN– ს განუცხადეს, So’oud Atun– ში წარწერა იპოვეს, რომელიც ძვ.წ. 1337 თარიღდება. მათი თქმით, ამ წარწერამ ნათელი მოჰფინა საიდუმლოს თუ რატომ გადაიტანეს სამეფო ტახტი თებედან სხვა ქალაქში ფარაონმა და მისმა მეუღლემ.