დიდ ბრიტანეთში COVID19-ის გამო დაწესებულ აკრძალვებს ამსუბუქებენ

Euronews-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში COVID19-ის გამო, საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო.

შეზღუდვების შემსუბუქება შეეხება მაღაზიებს, რომლებიც პირველადი საჭიროების საგნებით არ ვაჭრობენ, ასევე სილამაზის სალონებსა და სპორტულ დარბაზებს. რესტორნებსა და ბარებს საშუალება ექნებათ, მოემსახურონ სტუმრებს ქუჩაში განთავსებულ მაგიდებზე. მუშაობის განახლებას ასევე შეძლებენ ზოოპარკები, გასართობი პარკები და ბიბლიოთეკები

ასევე, 12 აპრილიდან მოსახლეობას შეეძლება სტუმრად ღამისთევა, მაგრამ მათ წინასწარ უნდა განსაზღვრონ ვიწრო წრე, რომელთანაც ღამის გატარება მოუწევთ.