ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ბიზნესმენი დავით კოდუა ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.არსებული ინფორმაციით, პოლიციამ კოდუა მეუღლისა და შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავა.

შსს-ს ცნობით,დავით კოდუა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.