კელი დეგნანი: მეტი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა გაიზრდება

"მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ინფორმაცია სწორად მივაწოდოთ, თუ რატომ არის ვაქცინაცია უსაფრთხო. ასეთ შემთხვევაში ვაქცინაცია შედგება", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის გახსნისთვის და იმისთვის, რომ ხალხს მიეცეს უფლება ნორმალური ცხოვრება აღადგინოს, ჰქონდეთ კონტაქტი ოჯახთან და მეგობრებთან. სწორედ ეს გაიგოს საზოგადოებამ.

„ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია, ხალხს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, რატომ არის ვაქცინაცია უსაფრთხო და მნიშვნელოვანი პანდემიასთან ბრძოლაში. რაც მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, უფრო ძლიერი იქნება ინტერესი ვაქცინაციის მიმართ. უკვე იზრდება ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა, როგორც ეს მოხდა აშშ-სა და ევროპაში. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მეტი ინფორმაციის მიღების შედეგად საზოგადოების ვაქცინაცია შედგება, საზოგადოება უფრო მეტად მიიღებს ვაქცინას“,- განაცხადა დეგნანმა.