ამირან გამყრელიძის თქმით ვაქცინაციის შემდგომ 34 ადამიანს ჰქონდა გვერდითი მოვლენა - როგორია სტატისტიკა ასეთი შემთხვევების

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე 20 600-ზე მეტი აცრილი ადამიანიდან, საქართველოში გვერდითი მოვლენა 34 შემთხვევაში გამოვლინდა.

,,ჩვენთან არის გვერდითი მოვლენების, ანუ იმუნიზაციის შემდგომი გართულებებისა და გვერდითი მოვლენების აღნუსხვის შესაბამისი კომიტეტი, დადგენილია სპეციალური ფორმა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების მიერ ივსება, თუ ასეთი გვერდითი მოვლენა იქნა აღნუსხული. ამ პერიოდში ოფიციალურად აღნუსხულია 34 ასეთი გვერდითი მოვლენა, აქედან 7 უფრო მძიმე, დანარჩენი შედარებით ნაკლებად მძიმე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.