საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგოს ეძებენ

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 18 წლის გოგოს ეძებენ. პოლიციას ოჯახმა მიმართა. არსებული ინფორმაციით, გოგო სახლიდან გუშინ გავიდა.

ახლობლების თქმით, სახლიდან წასვლის წინ გოგომ დედას მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, თუმცა არ უთქვამს, სად ან ვისთან ერთად მიდიოდა.

შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.