დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, მთელ მსოფლიოში COVID19-ით რეინფიცირების რიცხვი იზრდება.
მისივე თქმით, პირველადი შეფასება, რომ შეიძლება ნაკლებად ყოფილიყო ხელმეორედ ავადობა დამახასიათებელი COVID19-ისთვის, არ შეესაბამება რეალობას.
„რეინფიცირებაზე საეჭვო შემთხვევების რაოდენობა იმატებს, თუმცა ეს არ არის ჯერჯერობით ძალიან დიდი. ყველა ასეთი შემთხვევაზე მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევა“, - განაცხადა ზახაშვილმა.