აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 13-15 აპრილს,ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
"აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 13-15 აპრილს ბელგიაში, ბრიუსელში გაემგზავრება. ბრიუსელში სახელმწიფო მდივანი ბლინკენი თავდაცვის მინისტრს ლოიდ ოსტინს შეუერთდება და NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან სხვადასხვა პრიორიტეტის შესახებ კონსულტაციებს გამართავს.
სახელმწიფო მდივანი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა დაადასტუროს აშშ-ის ერთგულება ტრანსატლანტიკური ალიანსის მიმართ. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ასევე გამართავს ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებს ევროპელ კოლეგებთან ძირითადი პრიორიტეტებისა და საერთო გამოწვევების განსახილველად“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.