უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდება

13 აპრილს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრი კულებას შეხვდება. ინფორმაციას NATO-ს პრესცენტრი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, შეხვედრის შემდეგ, კულება მონაწილეობას მიიღებს NATO-უკრაინის კომისიის შეხვედრაშიც.

აღსანიშნავია, რომ დღეს კი, უკრაინელი დიპლომატი აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეხვდება.

ამასთანავე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 13-15 აპრილს,ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.