ბენიამინ ნეთანიაჰუ: ირანის მხრიდან ბირთვული იარაღის მოპოვებას არ დავუშვებთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს თავდაცვის მინისტრს ლოიდ ოსტინს მასპინძლობს. ამის შესახენ ინფორმაციას Timesofisrael-ი ავრცელებს.

პრესკონფერენაციზე ბენიამი ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო საშიში და სერიოზული საფრთხე არ არსებობს, ვიდრე ირანის ფანატიკური რეჟიმის მხრიდან მომავალი საფრთხე.

"ბატონო მდივანო, ჩვენ ყველამ ვიცით ომის საშინელება. ჩვენ გვესმის ომის პრევენციის მნიშვნელობა. ორივე ვთანხმდებით, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ უნდა მიიღოს. ჩემი პოლიტიკა ნათელია: არასდროს დავუშვებ იმას, რომ ირანმა ბირთვული შესაძლებლობები მოიპოვოს, რათა თავისი გენოციდური მიზანი შეასრულოს - ისრაელის განადგურება. ისრაელი გააგრძელებს თავის დაცვას ირანის აგრესიისა და ტერორიზმისგან", - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.