თურქეთის ელჩი: საქართველოს სამხედრო-საჰარეო ძალების შესაძლებლობები უნდა განვითარდეს, რაშიც მხარი უნდა დავუჭიროთ

საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა სერენ იაზგანის განცხადებით, საქართველოს სამხედრო-საჰარეო ძალების შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს, რის გამოც თურქეთმა საქართველოს მხარი უნდა დაუჭიროს.

მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ მხარეებს შორის თანამშრომლობა უფრო მეტად განმტკიცდება.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად ვიმყოფები სიმბოლურ ცერემონიალზე, რათა აღვნიშნოთ თურქეთის მიერ საქართველოს სამხედრო-საჰარეო ძალებისთვის ტექნიკური აღჭურვილობისა და ორი მიკროავტობუსის გადაცემა. ვფიქრობ, საქართველოს სამხედრო-საჰარეო ძალების შესაძლებლობები უნდა განვითარდეს, გაძლიერდეს, რაშიც მხარი უნდა დავუჭიროთ. ველოდებით თანამშრომლობის მეტად განმტკიცებას“, – განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა.