საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 18:19 საათზე დაფიქსირდა.

როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ცაგერის სამხრეთ-დასავლეთით 7კმ-ში, სოფელ ზედა აღვში დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.4 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.