თეა წულუკიანი: ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში

"ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში", - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა.

"მე მაქვს იმის ამბიცია, რომ კადრები შემცირდეს და სამაგიეროდ, მნიშვნელოვნად გაიზარდოს კულტურის სამინისტროში ხელფასები და ჩვენ არ აღგვიქვამდეს ვინმე, რომ ვართ მაჩანჩალა სისტემა", - განაცხადა წულუკიანმა.