გამოსასწორებელი კოლონიის ადმინისტრაცია ალექსეი ნავალნის იძულებითი კვებით ემუქრება

გამოსასწორებელი კოლონიის ადმინისტრაცია ალექსეი ნავალნის იძულებითი კვებით ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაცია ალექსეი ნავალნის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„შიმშილობის სერიოზულობის გათვალისწინებით, ადმინისტრაცია ნავალნის ყოველდღე იძულებითი კვების დაწყებით ემუქრება. ამავდროულად, ალექსეი სამედიცინო განყოფილებიდან კოლონიაში დააბრუნეს. ექიმს მისი ნახვის უფლება არა აქვს “, - ნათქვამია განცხადებაში.