"სოლიდარობა უკრაინას"- ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა

"სოლიდარობა უკრაინას"- ბათუმში, ევროპის მოედანზე, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა რუსეთის აგრესია დაგმეს.

აქცია პოლიტიკური მოძრაობა "გირჩისა" და მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც ბათუმში მცხოვრები უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებიც შეუერთდნენ.