რუსეთმა თურქეთთან ავიამიმოსვლა 1-ელ ივლისამდე შეზღუდა

თურქეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, თურქეთთან ავიამიმოსვლა 15 აპრილიდან 1-ელ ივნისამდე შეზღუდოს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა. ინფრომაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„გადაწყვეტილება მივიღეთ, მიმდინარე წლის 15 აპრილიდან 1-ელ ივნისამდე რეგულარული და ჩარტერული ავიამიმოსვლა შევზღუდოთ რუსეთის საერთაშორისო აეროპორტებიდან თურქეთის აეროპორტებში და თურქეთის აეროპორტებიდან რუსეთის აეროპორტებში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ.

მისივე თქმით, თურქეთთან დაკავშირებით დაშვებული იქნება გამონაკლისიც. მოსკოვი-სტამბოლი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 2 ფრენა განხორციელდება. ამასთან, ფრენებზე პრობლემა არ შეექმნებათ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთის პროვინცია მერსინში აკკუიუს ბირთვული ელექტროსადგურის პროექტზე მუშაობენ.

როგორც ცნობილია, ამ პერიოდისთვის შეაჩერა საჰაერო მიმოსვლა ტანზანიასთან.