FBI-მ  Amazon-ის სერვერების აფეთქების მცდელობისთვის 28 წლის კაცი დააკავა

Amazon​-ის მონაცემების დამუშავების ცენტრის აფეთქების სავარაუდო მცდელობისთვის FBI-მ 28 წლის კაცი, სეტ აარონ პენდლი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავცრელებს.

პენდლი მას შემდეგ დაიჭირეს, როდესაც მან FBI-ის ფარული აგენტისგან ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიღო.

დაკავებული FBI-ის ყურადღების ქვეშ მაშინ მოექცა, როდესაც უწყებას ინკოგნიტო წყარომ სავარაუდო დამნაშავის ინტერნეტმიმოწერა გადასცა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 28 წლის მამაკაცს 20 წლიანი პატიმრობა ელის.

გამომძიებლების აზრით, მისტერ პენდლის მთავარი მიზანი Amazon–ის ვებ-სერვერების ქსელის დაზიანება იყო.