USAID: აგროტურიზმი ეკონომიკის ის სფეროა, რომელსაც სოფლად მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვს

"აგროტურიზმი ეკონომიკის ის სფეროა, რომელსაც სოფლად მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვს", - ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"ინოვაციური ეკონომიკის განვითარებისა და ქვეყანაში ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით USAID თანამშრომლობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან. ეს თანამშრომლობა მოიცავს აგროტურიზმის სექტორის მხარდაჭერას. აგროტურიზმი ეკონომიკის ის სფეროა რომელსაც სოფლად მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვს.

დღეს, აშშ. ელჩმა კელი დეგნანმა და USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა მონაწილეობა მიიღეს სოფელ უდაბნოში აგრიტურიზმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ღონისძიებაზე ციფრული პლატფორმა AgroGate-ის პრეზენტაცია შედგა. პლატფორმა, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ USAID-სა და Mastercard-თან პარტნიორობით შექმნა, ასახავს აგრიტურისტულ საიტებს სამხრეთ კავკასიაში და მომხმარებლებს უშუალოდ ტურისტულ ოპერატორებთან კავშირის საშუალებას აძლევს. თქვენც სცადეთ პლატფორმა AgroGate.world-ზე", - ნათქვამია განცხადებაში.