ბელარუსის ხელისუფლებამ ქვეყანაში ევროპული ახალი ამბების ქსელის Euronews მაუწყებლობა შეაჩერა.
როგორც ინფორმაციის სამინისტრომ 12 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, Euronews-ის არხს, რომელიც 24 საათი მაუწყებლობდა და მსოფლიოს ამბებს 12 ენაზე, მათ შორის რუსულ ენაზე, აშუქებდა, მაუწებლობის ლიცენზია ამოეწურა.
მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Euronews-ის ადგილს რუსული არხი Pobeda დაიკავებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შესახებ ამზადებს სატელევიზიო მასალებს.
სამინისტროში აცხადებენ, რომ Euronews-ს მაუწყებლობის ლიცენზია აღარ გაუგრძელეს, რადგან ტელეარხმა ქვეყნის კანონი დაარღვია და რეკლამებს ინგლისურ ენაზე უშვებდა, როდესაც ეს რუსულად, ან ბელარუსულად უნდა გაეკეთებინა.
Euronews-ში მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.