დღეიდან, მუსლიმურ სამყაროში რამადანის თვე დაიწყო. ეს პერიოდი მუსლიმთა ცხოვრებაში განსაკუთრებული მარხვით და ლოცვით გამოირჩევა.
ერთი თვის განმავლობაში მუსლიმები მარხვას ინახავენ. მარხვა 30 დღის მანძილზე გრძელდება და სამდღიანი ზეიმით მთავრდება.
რამადანი მუსლიმთა კალენდრის მეცხრე თვეა. გადმოცემის თანახმად, ალლაჰმა სწორედ ამ თვეში შთააგონა შუამავალ მუჰამედს შუამავლისა და მოციქულის მისია და ყურანის პირველი გამოცხადებაც მიმადლა.
წელს ბაირამი 13-15 მაისს აღინიშნება.