ბათუმის ბულვარის დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძე, რომელიც ბულვარის ტერიტორიაზე მშენებლობებსა და მათ გასხვისებას ეწინააღმდეგებოდა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ოფიციალურ მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კრიტიკული დასკვნა დასახელდა. ჯინინჭარაძე ამბობს, რომ სამსახურიდან კრიტიკული აზრის გამო გაათავისუფლეს. მან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, აჭარის ტელევიზიით გაიგო.
ირაკლი ჯინჭარაძე, მომხდარს მის მეირ გამოხატულ პროტესტს უკავშირებს, როდესაც შპს ბათუმი თაუერისთის პლაჟის ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარის წესით გადაცემას შეეწინააღმდეგა.