COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 1 374 ადამიანს დაუდასტურდა. 422 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 524 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 078 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 446 PCR ტესტით.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობა 290 129-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 278 251-მდე. 3 894 - გარდაიცვალა.

დადებითობის მაჩვენებელი: 12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.46%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.58 %.

ინფიცირების 1 374 ახალი შემთხვევიდან 756 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 116, იმერეთი - 97, ქვემო ქართლი - 61, შიდა ქართლი - 80, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 161, კახეთი - 40, მცხეთა-მთიანეთი - 30, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 7 958, საიდანაც: 2 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 206, აჭარაში - 379, იმერეთში - 352.

მძიმე პაციენტი: 400, მათ შორის, თბილისში - 193, აჭარაში - 47, იმერეთში -70.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 81, მათგან თბილისში - 56, აჭარაში - 6, იმერეთში - 7.

323 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 190 - თბილისში, 126 - აჭარაში. 5 190 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 205 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 84, ხოლო აჭარაში - 8. სულ 6 ოქტომბრიდან - 12 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 179 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 834 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 813 პირი, აჭარაში - 1 983, იმერეთში - 958.