სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაიწყო.
"სახალხო დამცველმა განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო", - წერს ლომჯარია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.