აპრილის ბოლოს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელუს ლანდსბერგისი თბილისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ავრცელებს.
როგორც twitter-ზე კალინდრა წერს, ლანდსბერგისის ვიზიტის დროს მხარეები ევროკავშირის მედიაციის შუამავლობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგის საკითს განიხილავენ. ასევე საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს და ლიეტუვა-საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
ოპოზიციის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკებების განახლებაში, ევროპის 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩართვებიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თვის ბოლოს საქართველოში ევროკავშირის წევრი 6 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტთან დაკავშირებით. მათი თქმით, მინისტრების ვიზიტზე საგარეო უწყებას ოფიციალური შეტყობინება ამ დრომდე არ მიუღია.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე, რომელიც დიდი ხანია, დაიგეგემა რეგიონული ტურნეს ფარგლებში და ლიეტუველი მინისტრი საქართველოს გარდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.