"ურთულესი გამოწვევის წინაშე ვართ, დღეს მთელი დედამიწა საავადმყოფოს პალატაში წევს", - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ლადო კახაძემ პარლამენტში სესიაზე განაცხადა.
"დაუძინებელი მტერი ჰყავს დედამიწას, ეს არის კორონავირუსი და წელიწად-ნახევარი გავიდა, რაც ადამიანების მეოხებით ეს ვირუსი წარმატებას აღწევს. ვინ იცის, ეს ვირუსი კიდევ რამდენი შტამით მოახდენს სახეცვლილებას და ის ჩვენვე გადაგვაქვს.
ჯერადი მატება გვაქვს, ეს არ არის რამდენიმე ციფრით მატება. 1 374 შემთხვევა დაფიქსირდა დღეს, 3,66%-ზე ავიდა დადებითობის მაჩვენებელი, 4% უკვე კრიტიკული ზღვარია, რომელიც გვაიძულებს იმ ღონისძიებების მხარეს გადავიხაროთ, რომლებიც არავის არ მოგვწონს. ხედავთ დარბაზში შევთხელდით, ჩვენც მოგვერია, ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი კაცი უნდა წასულიყო, კოვიდი დაემართა, მასაც ვიღაცამ გადასდო, უყურადღებობამ გადასდო.
ყველა ფლატფორმაზე, უთო რომ ჩართო, იქ უნდა იყოს ამასე საუბარი. დღეს ურთულესი გამოწვევის წინაშე ვართ, დღეს მთელი დედამიწა საავადმყოფოს პალატაში წევს, ჯერ ექიმები და პაციენტები ერთმანეთში ნდობის აღდგენას აპირებენ, ბევრი ანტივაქსერია", - განაცხადა ლადო კახაძემ.
როგორც კახაძემ აღნიშნა, ორი არჩევანი გვაქვს - ან ვაქცინაცია, ან დაყოლა შინაგან უნდობლობის ფაქტორზე.
"ორი არჩევანი გვაქვს, ან ვაქცინაცია და გონივრული ნაბიჯი, კოვიდზე გამარჯვება, ანდა დაყოლა შინაგან უნდობლობის ფაქტორზე. ვთხოვ მოსახლეობას, რომ ჩვენი გადარჩენა ვაქცინაციაშია, ხელისუფლება და საკანონმდებლო სივრცე ყველაფერს აკეთებს ამისათვის, ახლა თქვენი აქტიურობაა საჭირო", - განაცხადა კახაძე,