"ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ მესამე ტალღის მოახლოებასთან დაკავშირებით – საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
"ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა სწორედ ამას ადასტურებს. მარტში ჩვენ გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა – დაახლოებით 31%-ით.
ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ მესამე ტალღის მოახლოებასთან დაკავშირებით – საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება, ადგილობრივი წარმოება აფართოებს თავის საექსპორტო შესაძლებლობას და ახალ ბაზრებზე გადის", - განაცხადა თურნავამ.