მოსამართლემ, კობახიძისა და გულუაშვილის ინტერვიუების მტკიცებულებად დამატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, ამირან გულუაშვილის დაკითხვის შესახებ.

ასევე, მოსამართლემ უარი უთხრა მათი სატელევიზიო ინტერვიუების მტკიცებულებად დაშვების შუამდგომლობას.

ცნობისთვის, ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა, დააყენა შუამდგომლობა საქმეში ახალი მტკიცებულებების დართვის შესახებ, საუბარია, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუ, სადაც მან აღიარა, როგორ მსჯელობდნენ მმართველ პარტიაში ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.