ამირან გამყრელიძე: 100 აცრილი ადამიანი არის, სულ მცირე, ერთი გადარჩენილი ადამიანი

"100 აცრილი ადამიანი არის, სულ მცირე, ერთი გადარჩენილი ადამიანი", - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"გასაგებია, რომ კუმულაციური იმუნიტეტის, საზოგადოებრივი იმუნიტეტის დაგროვებას დიდი დრო სჭირდება. ეს მარტივად ვერ ხერხდება, მაგრამ, თითოეული აცრილი ადამიანი, ეს არის ... 100 აცრილი ადამიანი არის, სულ მცირე, ერთი გადარჩენილი ადამიანი, იცოდეთ ეს.

აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ადამიანთა სიცოცხლე - რაც მეტი იქნება აცრილი, მით ნაკლები გვეყოლება გარდაცვლილი. რაც მეტი იქნება 55 წელზე ზემოთ აცრილი ადამაინი, მით მეტი ხადაზმული გადარჩება", - განაცხადა გამყრელიძემ.