ნიკა მელია: ეს, სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში ან გარეთ

"ეს, სასამართლოს იმიტაციაა, გამიშვით ან რუსთავში ან გარეთ. ვიცი ის გადაწყევტილება, რაც უნდა გამოაცხადოთ, უკვე ცნობილი", - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა. .

ნიკა მელიამ მოსამართლეს და პროკურორებს სიტყვით მიმართა და პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა

"პროკურორებო, გამამტყუნებთ, მაგრამ ისტორია გამამართლებს, ხვალ და ზეგ ბატონი გავრილოვი რომ ჩამოვიდეს, იგივეს გავაკეთებ, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

"პროკურორი ამირან გულუაშვილი, ეს ბატონი საუბრობს, რომ ჩემი თვითმიზანი ყოფილა თურმე პატიმრობა. ჯერ ერთი, რატომ გგონიათ, ჩემი თვითმიზანი ეს რატომ უნდა იყოს. ბევრად ეფექტური ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად ციხის გარეთ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. იტყუებით, როდესაც ამბობთ, რომ ეს არაა თქვენი თვითმიზანი. ეს ბატონი კობახიძეები და ივანიშვილები საუბრობენ, თუკი ვინმე რამეზე საუბრობს ჩემს პატიმრობაზე, ეს ადამიანები არიან.

დილის რვა საათზე არ გამოცხადდით, პარლამენტში გავრილოვი რომ ჩასვეს იქ, სადაც არ უნდა ჩაესვათ, ბიძინა ივანიშვილი ფერდაკარგული გამოვიდა და თქვა, რომ ვთმობთ პროპორციულ არჩევნებსო, მაგრამ ვიღაცებს დავიჭერთო. ორი წელიწადია გასული, სახელმწიფო გადატრიალებას მედავებიან, საარაკო სიგიჟეს, კამერები თვითონ წაშალეს; ამის შემდეგ, ორი წელიწადია, დამოკლეს მახვილივით ეს საქმე დამკიდეს და ეგონათ, რომ გამბედაობას შემიმცირებდნენ; ორი წელიწადია, მოწმე არ დაუკითხავთ, მტკიცებულება არ გამოუკვლევიათ. რომ საუბრობენ, სამაჯური მოიხსნაო, როდესაც პროპორციული არჩევნები დათმო. დიახაც, სამაჯური მივიღე, რადგან ბევრად მეტი დათმო. მაგრამ ამის შემდეგ, როდესაც გადაგვაგდო, ვარღვევდი პირველივე დღიდან. გლდანში წავედი, წინასაარჩევნო კამპანიას ვატარებდი და მოგიგეთ არჩევნები", - განაცხადა სასამრთლო პროცესზე ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.