ვირუსის მუტაციური შტამების გამო, ვირუსის გადატანა აღარ არის გარანტია იმის, რომ ინფექცია მეორედ არ შეგხვდებათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
"ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც იზრდება რეინფიცირების მაჩვენებელი. ინფექციის გადატანა აღარ არის გარანტია იმის, რომ ვირუსი მეორედ არ შეგხვდებათ, რადგან უკვე არის მუტაციები და ბევრი სხვა შტამი ცირკულირებს. წამყვანი ჩვენთანაც და ევროპაშიც არის ბრიტანული შტამი. რეინფიცირების შემთხვევები თანდათან იზრდება", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.