მელიას ადვოკატი: დღეიდან ნიკა მელია არის პოლიტიკური ტყვე

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ დღეიდან ნიკა მელია პოლიტიკური ტყვეა.

როგორც საძაგლშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დღევანდელ სხდომაზე მისთვის მოულოდნელი არაფერი არ მომხდარა.

"რეალურად არ მოგვისმენია არცერთი არგუმენტი პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, რაც ლოგიკურია, იმიტომ, რომ შეუძლებელია რაიმეთი დაასაბუთო ეს გადაწყვეტილება. მაშინ როდესაც პროკურატურა ამბობს, რომ პატიმრობა არაა ერთადერთი, უალტერნატივო საშულება და რაღაც მზაობის შემთხვევაში ისინი თანახმანი არიან, რომ გირაოთი შეიცვალოს, ეს ნიშნავს იმას, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს უბრალოდ სხვა გზა არ აქვს კანონის თანახმად, გარდა იმისა, რომ პირი გაათავისუფლოს.

თუკი ნიკა მელია აქამდე იყო პოლიტიკური პატიმარი, დღეის შემდეგ არის პოლიტიკური ტყვე, რომელსაც ხელისუფლება გამოიყენებს პოლიტიკურ მოლაპარაკებებში სავაჭროდ", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.