აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების დროებითი შეჩერების რეკომენდაცია მას შემდეგ გასცეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაქცინაციის შემდეგ ექვს ადამიანს თრომბები განუვითარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ექვსივე ვაქცინირებული 18 -დან 48 წლამდე ქალია.
ოფიციალური უწყებების ცნობით, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე ქალი კი ნებრასკას შტატიდან კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
იქამდე, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრის შემდეგ, თრომბი ოთხ ადამიანს განუვითარდა.
ამ დრომდე ამერიკის შეერთებულ შტატებში Johnson & Johnson-ის ვაქცინით 7 მილიონამდე ადამიანია აცრილი, შტატებში კი დამატებით 9 მილიონი დოზა ვაქცინაა განაწილებული.
ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ ვაქცინის დროებით შეჩერება "უკიდურესი სიფრთხილის" გამო გადაწყდა.