ბოლო დღეების სტატისტიკით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობას გამოჯანმრთელებულთა რიცხვი სჭარბობს

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან 2 906 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო დღეების სტატისტიკიდან ჩანს, რომ ინფიცირების მაჩვენებელს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სჭარბობს. ამასთან, გუშინდელთან შედარებით, მცირედით იკლო კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ.

დღეს 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინ კი 1 709.

ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი საქართველოში 2020 წლის, 26 თებერვალს გამოვლინდა.

პანდემიის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, ჩინეთმა, 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში ეპიდემია 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.